გაერო ვენესუელის ავტორიტარულ მთავრობას საკუთარი მოქალაქეების ხოცვაში ადანაშაულებს
გაერო ვენესუელის ავტორიტარულ მთავრობას საკუთარი მოქალაქეების ხოცვაში ადანაშაულებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო სამ წელიწადში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, ვენესუელის სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლსასროლი იარაღით 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, მათ შორის არასრულწლოვნები.
სპეცოპერაციის სამიზნე ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები და მოქალაქეები იყვნენ. გაერო-ს წარმომადგენლები ნიკოლას მადუროს რეჟიმმა ქვეყნაში არ ჩაუშვა. ადამიანის უფლებების შელახვისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შესახებ ანგარიში გაერო-მ ვანესუელადან გაქცეული 150 ადამიანის გამოკითხვის შედეგად შეადგინა. ისინი მოვლენათა თვითმხილველები არიან. გაერო-ს ანგარიშში არაადამიანური მოპყრობისა და ადამიანის უფლებების შემლახველი ფაქტებია აღწერილი.