გაერო-ს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრი მასპინძლობს. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. დისკუსიის ფარგლებში, მხარეები განიხილავენ საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.