რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, გაერო-ში მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. აუდიენციას გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩები, კვლევითი და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსია გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ გახსნა. მან დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, რომლის კულმინაცია რუსეთ-საქართველოს ომი და შედეგად, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია გახდა.
გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე მოიწონეს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივაა.