გაერო-ში ჩინეთის ელჩის განცხადება

ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში მოსალოდნელ ვიზიტს პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. გაერო-ში ჩინეთის ელჩი, ჟან ჯუნი აცხადებს, რომ ტაივანში ნენსი პელოსის სტუმრობა სახიფათოა და პეკინი საპასუხო ზომებს მიიღებს. ჩინელი დიპლომატის თქმით, პელოსის კუნძულზე ჩასვლა ძირს უთხრის ჩინეთის პოლიტიკას და ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აზიის ქვეყნებში სტუმრობის ფარგლებში, ნენსი პელოსი სინგაპურის შემდეგ მალაიზიაში ჩავიდა.