ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა
საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. ილია დარჩიაშვილმა განცხადება „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. ასეთი განცხადებების მეშვეობით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს,“ – ნათქვამია მინისტრის „ტვიტერის“ გვერდზე. განცხადება რუსეთს სამხედრო აგრესიის 14 წლისთავს ეძღვნება.