2008 წლის აგვისტოს 15 წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭომ განცხადება გაავრცელა.
საბჭო გმობს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების გამო და რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. განცხადება, საბჭოს სახელით, ალბანეთმა გააკეთა. დოკუმენტს ხელს აწერენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იაპონია და მალტა.