საქართველოს საკითხი განიხილებოდა კიდევ ერთ მაღალ საერთაშორისო ტრიბუნაზე.
ქვეყანა გაერო-დან გაზრდილ მხარდაჭერას იღებს. 95 ხმით მიღებულია რეზოლუცია, რომელიც ქართველი დევნილების სტატუსს ეხება და მათი უსაფრთხო დაბრუნების უფლებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. დოკუმენტში ასახულია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, რასაც გადასასვლელების ჩაკეტვის შემდეგ გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს. რეზოლუციის განხილვის დროს რუსეთის მიმართ მწვავე გზავნილები გაისმა. 2008 წლის შეთანხმების პირობების შესრულების გარდა დღეს ნიუ იორკიდან მოსკოვს პირდაპირ მოუწოდეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მისიები დაუშვას, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ კი ხელოვნური ბარიერები მოხსნას.