გაერო-ს მორიგი მხარდაჭერა საქარველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მორიგი მხარდაჭერა საქარველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას. ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ  რეზოლუციას 81 მხარდამჭერი ჰყავს, რაც გასული წლის მონაცემს ერთით აღემატება, ორითაა გაზრდილი დოკუმენტის მოწინააღმდეგეთა რიცხვი და 16 შეადგენს, მოწინააღმდეგეთა შორის ტრადიციულად მოხვდა რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი და ახლა უკვე სუდანი, ჩრდ. კორეა, მიანმარი და სხვა.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ წელს რუსეთს დოკუმენტის წინააღმდეგ კამპანია ჰქონდა გააქტიურებული, თუმცა, ქართველმა დიპლომატებმა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მაინც მოახერხეს.

რეზოლუციით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს დევნილი მოსახლეობის ღირსეულ და უპირობო დაბრუნებას მხარს უჭერს.