კიდევ ერთი რეზოლუცია და გამოხატული მხარდაჭერა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის შემდეგ, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, პოლიტიკურ დოკუმენტს იღებს. გაერო-ში შეშფოთებას გამოთქვამენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე. მთავარი გზავნილი, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლების დაშვებას აერთიანებს.
რა შედეგს მოიტანს საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია და მიეცემათ თუ არა საერთაშორისო მონიტორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ნება – ეს კითხვები ამ დრომდე უპასუხოა.
თამარ წიკლაური დეტალებით.