„წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოებების დახმარება კლიმატური ცვლილებებით დაზარალებული ადამიანებისთვის – ამ თემებზე ისაუბრა „წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ, რომელიც ეგვიპტეში მიმდინარე კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობს. მისი თქმით, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული წყალდიდობები, შტორმები, ტემპერატურის ცვლილებები ნეგატიურ ეფექტს ახდენს მილიარდ 700 მილიონ ადამიანზე. ამიტომ, ლოლაძის განცხადებით, ეგვიპტეში მიმდინარე შეხვედრა კრიტიკული მნიშვნელობისაა, რათა მოხდეს კლიმატური ცვლილებების საკითხების განხილვა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.