გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტზე უკვე მოუსმინეს გაერო-ს გენერალურ მდივანს, რომლის თქმითაც, „მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა“. ანტონიუ გუტერეშმა სამიტის მონაწილეებს მიმართა და თქვა, რომ ისინი გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგანან, იმუშაონ ერთად გამონაბოლქვის შესამცირებლად ან გაწირონ მომავალი თაობები კლიმატური კატასტროფისთვის. „კაცობრიობამ უნდა აირჩიოს: ითანამშრომლოს ან გაქრეს“, – აღნიშნა გუტერეშმა. მან საერთაშორისო საზოგადოებას წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებულ წყაროებზე გადასვლის დაჩქარებისკენ მოუწოდა.