გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ გეოპოლიტიკური დაყოფით გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო პარალიზებულია. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რეზოლუციის არმიღებამ კი მის სანდოობას პრობლემები შეუქმნა. ამ თემაზე ანტონიო გუტერეშმა კატარში, დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გაერო-ს ხელმძღვანელის თქმით, სერიოზული ძალისხმევაა საჭირო, რომ გლობალური ინსტიტუტები უკეთ გაუმკლავდნენ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ღაზაში ომი.