თურქეთსა და სირიაში დასახმარებლად იმყოფებიან გაერო-ს წარმომადგენლები – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. სიტყვით გამოსვლისას გუტერეშიმ გაერო-ს წევრებს სოლიდარობისკენ და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისკენ მოუწოდა.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში