გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა

უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაში მონაწილეობს. ილია დარჩიაშვილმა სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს და რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული სამხედრო აგრესია დაგმო, ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. სესიის ფარგლებში დაგეგმილია რეზოლუციის პროექტის – „გაეროს ქარტიის პრინციპების განხილვა, რომლებიც საფუძვლად უდევს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში“.