კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი ქართველ დევნილთა უფლებების მხარდასაჭერად.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია 80 ხმით მიიღო. რუსეთის მხრიდან მუდმივი ზეწოლის და წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა წელსაც გაიზარდა. საქართველოს და გაერო-ს წევრი კიდევ 57 ქვეყნის თანაავტორობით მომზადებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ დევნილი ოჯახები კუთვნილ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდნენ. რეზოლუციაში, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ნიუ იორკში მეცამეტედ მიიღეს, ვრცლად არის აღწერილი ის უმძიმესი ვითარება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან პანდემიის დროს კიდევ უფრო გამწვავდა. რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბართან ერთად საქართველოს პირველ დიპლომატს დღეს პოლიტიკურ ოპონენტთა შენიშვნებზე პასუხის გაცემაც მოუხდა.