გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებებზე. ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.