საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს მიმართა. პრეზიდენტმა გაერო-ს სამიტზე, საქართველოს მდიდარი და უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ ისაუბრა და ყურადღება მისი დაცვის და შენარჩუნების პრინციპებზე გაამახვილა. სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლისას კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიასაც შეეხო.