გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია გახსნილია

ნიუ იორკი მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილია. ორ დღეში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს. მისი გამოსვლა, სავარაუდოდ, რეგიონულ გამოწვევებზე, უკრაინის ომის შედეგად შეცვლილ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარს დაეთმობა. გენერალური დებატები ცოტა ხნის წინ გაერო-ს გენერალური მდივნის გამოსვლით გაიხსნა. წლევანდელი სესიის დღის წესრიგის მთავარი თემა, ბუნებრივია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და ომის შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის გზების ძიებაა.

„მოამბე“ ნიუ იორკიდან, – მარიკა შალიკაშვილი აშუქებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიას.