გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის დროს, ომის დანაშაულები ჩაიდინა როგორც „ჰამასმა“, ისე ისრაელმაც. ამის შესახებ ვოლკერ ტურკმა ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა. ტურკის თქმით, როგორც „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ მოწყობილი თავდასხმა და მძევლების აყვანა, ასევე ისრაელის მიერ ღაზის სექტორის მოსახლეობის დაბომბვა წარმოადგენს ომის დანაშაულს.
„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის დროს 1 400 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი ისრაელელი ამ დრომდე მძევლად არის აყვანილი. ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად კი, დაუდასტურებელი ცნობებით, 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.