გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესია

„თანამშრომლობა საქართველოსთან“ – ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ამ სახელწოდების რეზოლუციის მიღებაა დაგეგმილი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში. საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამო.

საბჭოს მონაწილეებს სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიმართავს. აღნიშნული რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება. „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიზეზით, 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა.