გაერო-ს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75-ე წლისთავს აღნიშნავს. პანდემიის გამო, ეს დღე მსოფლიო ლიდერებმა ერთმანეთს ვირტუალურად მიულოცეს. მთავარი თემა კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური პრობლემები, ვირუსის მართვა და ამ პროცესში გაერო-ს როლი იყო. მაღალი დონის ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.