გაერო ფხენიანის ბირთული პროგრამისა და ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელებს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრები ფხენიანის ბირთული პროგრამისა და ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ. საგანგებო შეხვედრა 11 და 15 დეკემბერს არის ჩანიშნული.
სხდომაზე დასწრება ამ დრომდე არ დაუდასტურებია ჩრდილოეთ კორეის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ჩინეთის წარმომადგენელს. შეხვედრაზე 2014 წლიდან დღემდე ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გაეროს მიერ შედგენილ ანგარიშს განიხილავენ.დოკუმენტში წერია, რომ კიმ ჩენ ინის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ მესამე რეიხის ნაცისტური გერმანიის მეთოდებს იყენებს.