ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოში შიდა ფრენები ძვირდება.
ფასები საშუალოდ 25-40%-ითაა მომატებული და ეს იმ ფონზე, როცა 2017 წელს შიდა ფრენებზე საგადასახადო შეღავათები დაწესდა. გასათვლისწინებელია ისიც, რომ მგზავრების მიერ გადახდილ ფასს საბიუჯეტო დაფინანსებაც ემატება.
მომავალ წელს შიდა ავიაციის სუბსიდირებისთვის 6 მილიონ ლარამდე თანხაა გათვალისწინებული. ტარიფების ცვლილების მთავარ მიზეზად შიდა რეისებზე მოთხოვნის ზრდა სახელდება.