„გადაწყვეტილება“ - ახალი პროექტი პირველ არხზე

საქართველოს პირველი არხი დღეიდან კიდევ ერთ ახალ პროექტს იწყებს.

გადაცემა სახელწოდებით „გადაწყვეტილება“ ეთერში ყოველ ოთხშაბათს გავა. მისი წამყვანი გიორგი გვიმრაძე აუდიტორიასთან ერთად ყველა იმ მიმდინარე რეფორმას და მნიშვნელოვან ინიციატივას განიხილავს, რომელიც განათლების სფეროს ეხება.

უფრო დეტალურად, რა არის ახალი გადაცემის მიზანი, ამას მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის.