გადავადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასჯელი - პოლიტიკური შეფასებები
გადავადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასჯელი – ამ საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კი მისი გარემოცვის განცხადებით, კვლავ მძიმეა.
მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, ხუთშაბათს სასამართლო პროცესს დაესწროს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და საკითხის პოლიტიზება მიზანმიმართულად ხდება.