გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნიკოლოზ ჩიქოვანი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. მათ ერთად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სადისპეტჩერო დაათვალიერეს და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სხვადასხვა წლებში, ნიკოლოზ ჩიქოვანი ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა.