ზაფხულის სეზონის დასრულებასთან ერთად, თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა გართულდა. ბოლო მონაცემებით, კერძო ავტომობილების რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაზრდილია. პრობლემის მოგვარებას და საცობების განტვირთვას მერია ავტობუსების დამატებით ცდილობს. უახლოეს პერიოდში დედაქალაქში 18-მეტრიანი, ახალი ავტობუსები შემოვა. დედაქალაქის მთავრობის მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც მოკლე მარშრუტებით გადაადგილდებიან, მანქანების ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვის საჭიროებაზე საუბრობენ ექსპერტები.