გადამწყვეტი კენჭისყრა  

დაძაბული დღეა ბრიტანეთის პარლამენტისთვის.

გადამწყვეტ კენჭისყრამდე 2 საათზე ნაკლები დრო რჩება. პრემიერმა მეიმ ევროკაშირთან შეთანხმებული ხელშეკრულების ბოლო ვერსია წარადგინა და კანონმდებლებს მოუწოდა, მოსახლეობის არჩევანს მხარი დაუჭირონ. თუმცა შეთანხმებას ოპოზიციის გარდა მოწინააღმდეგეები მმართველ კოალიციაშიც ჰყავს. ეს იმ ფონზე, რომ ევროკავშირი შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას გამორიცხავს. კენჭისყრაზე გასატანი ახალი გეგმის მიხედვით, ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებამ გეგმები შესაძლოა ისევ შეცვალოს.