ოპოზიციურ ფლანგზე საბოლოო კონფიგურაცია გამოკვეთილია.
არჩევნებისთვის ოპოზიციამ გაერთიანება ვერ მოახერხა, თუმცა არაერთი მოსალოდნელი და მოულოდნელი გადაჯგუფება მოხდა. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში დაბრუნდნენ გუნდიდან ცოტა თუ დიდი ხნის წინ წასული ლიდერები. ბოლო მომენტში იყო ოპოზიციის კიდევ უფრო გამსხვილების მცდელობა, თუმცა მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. ყოფილი პრემიერისგან გასხვავებით, „ლელოს“ გარეშემო შექმნილ კოალიციას შეუერთდა ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ამავე გუნდს დაუკავშირა პოლიტიკური მომავალი ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც წარსულში მამუკა ხაზარაძესთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა. არჩევნებამდე არცთუ დიდი ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარმა განხეთქილებამ კიდევ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას შეუქმნა საფუძველი. პარტიის თავმჯდომარეობიდან გადამდგარი და მწვავე პროტესტით წამოსული ნიკა მელია ამავე პარტიის ყოფილ წევრებთან ერთად ახლა ახალ ალიანსს წარმოადგენს.
თათია ტაბეშაძე გვეტყვის, რა კონფიგურაციით იბრძოლებს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში.