განხილვის თემაა ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებები და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძველი სახეების დაბრუნება, – კონკრეტულად კი ხატია დეკანოიძის, რაც შიდა დაპირისპირების მიზეზი გახდა.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და გეგემები. ოპოზიციის ნაწილი კი მიესალმება დეკანოიძის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ასე უფრო ცხადი გახდება კონკრეტული პარტიების პოზიციები. მეორე ნაწილისთვის მსგავსი ხელახალი ერთობები გაუგებარია.
შეგახსენებთ, კობა ნაყოფიამ ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე წარადგინა. ეს პოსტი მიხეილ სააკაშვილის მიერ არის ინიცირებული.