საპარლამენტო მანდატებზე უარი ამ ეტაპზე ძალაში რჩება. მთავარი კითხვაა, რამდენად მყარი აღმოჩნდება ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალების შეთანხმება, რომელიც ხელმოწერებითაც გაფორმდა. მითუმეტეს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან უკვე კეთდება მინიშნება მოსალოდნელ პოლიტიკურ კრიზისზე . „გირჩში“ დღეს თქვეს, რომ დარღვევების გასწორება და შემაჯამებელი ოქმების დაკორექტირება მოლაპარაკების მთავარი საგანი უნდა იყოს. თითქმის მსგავსი გზავნილი აქვს „ლელოსაც“. ხათუნა გაგნიძე არკვევდა, ბარიერგადალახული ცხრა პარტიას შორის, ვინ რა პოზიციაზეა და არსებობს თუ არა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების რესურსი.