გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი გრიპის ვირუსის გამო

გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება ბაღებსა და სკოლებში ჯერ-ჯერობით უცნობია. ვირუსების გავრცელების გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება უკვე გამოცხადდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში, სიტუაციის მიხედვით მიიღებენ. ცენტრის ინფორმაციით, ვირუსების გამოვლინების სტატისტიკამ იკლო, თუმცა მიმართვიანობა კლინიკებში მაინც დიდია.