გადაღებები თბილისის ოპერაში

საქართველოს ოპერის თეატრის ცხოვრება მალე გერმანულენოვანი არხების ეთერში გაშუქდება.

თბილისს ვენიდან საოპერო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მენეჯერი და მსოფლიოში აღიარებული გადაცემის ავტორი სტუმრობს. ვიზიტის დროს იოჰან ჰოლენდერი ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაზე გადაცემას მოამზადებს. პირველი ინტერვიუ უკვე ჩაწერილია.

„კულტურული ტური ჰოლენდერთან ერთად“ – ასე ჰქვია საავტორო გადაცემას, რომელიც გერმანულენოვან არხებზე გადაიცემა, მთავარი გმირები კი ცნობილი საოპერო მომღერლები არიან.