უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ალბანეთში. ბალკანურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას მოწინააღმდეგეები დემონსტრაციებს არ წყვეტენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის მეთაურს კორუფციაში სდებენ ბრალს და ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად პრემიერის გადადგომას, ასევე 30 ივნისს დაგეგმილი არჩევნების გაუქმებას ითხოვენ.
სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა. არეულობის მიუხედავად, მმართველი პარტია დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
შექმნილ ვითარებაში ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. მთავრობა პრეზიდენტის მიერ არჩევნების გასაუქმებლად გაცემულ ბრძანებას არ ასრულებს.