გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები იზრდება

ხმაურის დასაშვები ზღვრის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. ნებისმიერი მოქალაქე ან ბიზნეს-სუბიექტი, რომელიც კანონით განსაზღვრულ რეგულაციებს არ დაემორჩილება, გაფრთხილების ნაცვლად, პირდაპირ დაჯარიმდება. ფიზიკური და იურიდიული პირისთვის პირველ ეტაპზე ჯარიმის ოდენობა 150 და 1500 ლარით განისაზღვრება, განმეორების შემთხვევაში კი ოდენობა სამჯერ ან მეტად გაიზრდება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. ცვლილებების მიხედვით, ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე ხმაურის დონემ 30 დეციბელს არ უნდა გადააჭარბოს. როგორც დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რეგულაციის გამკაცრების მიზეზი ბისნესუბიექტების მხრიდან კანონდარღვევის გახშირებული შემთხვევებია.