„გაბედეს“ განცხადება

მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს პარტია „ქართული ოცნების“ ხვალინდელ აქციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტების მოტყუებით მობილიზებაში ადანაშაულებენ.

მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებმა ქუთაისში უნივერსიტეტთან ბრიფინგი გამართეს და მოუწოდეს ლექტორებს, თავი დაანებონ პარტიული დავალებების შესრულებას და მხოლოდ სასწავლო პროცესით დაკავდნენ. სტუდენტებს კი მოუწოდეს, არ წავიდნენ თბილისში, სადაც ისინი პარტიული აქტივის რაოდენობისთვის ჭირდებათ.

ბრალდება უარყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ. პრორექტორის თქმით, უნივერსიტეტი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და რექტორატი მსგავსი მოწოდებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.