ავღანეთში შექმნილი მძიმე ვითარება საერთაშორისო საზოგადოების გამოწვევად რჩება.
მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკების ლიდერები „დიდი ოცეულის“ დღევანდელ ვირტუალურ სამიტზე ერთად მსჯელობდნენ თალიბანის კონტროლის ქვეშ მოქცეულ ქვეყანაზე, რომელიც ეკონომიკური და ჰუმანიტარული კატასტროფისკენ დაჩქარებული ტემპით მიექანება. „დიდი ოცეულის“ ქვეყნები ახლა რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ ავღანელებისთვის დახმარების გაწევა სურთ ისე, რომ ეს რადიკალური დაჯგუფების რეჟიმის გვერდის ავლით იყოს შესაძლებელი. სამიტის მონაწილეები ფინანსური შემოწირულობების გაცემის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დამატებითი თანხები გამოიყოფა ავღანეთის მეზობელი ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ლტოლვილთა ნაკადების მიღება შეუძლიათ.