საქართველოს ფუტსალის ლიგაში ნახევარფინალური სერიები დასრულდა და ფინალისტები გაირკვა.
პლეი-ოფის წყვილში მოქმედმა ჩემპიონმა „თელასმა“ „თბილისი“ ორჯერ დაამარცხა, 5:1 და 8:4 და ფინალში ჩემპიონის ტიტულს დაიცავს. მისი მეტოქე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იქნება, რომელმაც სტუდენტურ დერბიში „ილიაუნის“ პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პენალტების სერიით აჯობა, განმეორებით მატჩში კი 2:0 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის „ილიაუნი“ და „თბილისი“ იბრძოლებენ. „თელასისა“ და თსუ-ს ფინალური დაპირისპირება და მესამე ადგილისთვის მატჩები 14 და 17 აგვისტოს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.