უკვე ოთხი წელია ფუნქციის გარეშეა დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საქართველოში არსებული ერთადერთი ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზა. ის ბორჯომს ბაკურიანთან აკავშირებს და საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჯერ ორთქლმავლით, შემდეგ კი ელმავლით გადაჰყავდა მგზავრი. ე.წ. კუკუშკის მუშაობის აღდგენის მოთხოვნით 14 წლის დავით ბურჭულაძემ პეტიცია შეადგინა. მოთხოვნას უკვე 12 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
ნახეთ გიორგი იდუკაშვილის და გიორგი კიკვაძის სიუჟეტი.