საქართველოში არსებული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემა და მასში არსებული ხარვეზები, – საკითხზე სპეციალისტებმა სპეციალურ კონფერენციაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირებისთვის, ამჟამად მხოლოდ ერთი სადღეღამისო სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობს, რომელიც გრემში მდებარეობს. მათი თქმით, ეს არასაკმარისია და იგეგმება პროექტის განხორციელების მეორე ფაზა, რომელიც წამალდამოკიდებული პირების რესოციალიზაციას და რეაბილიტაციის სერვისების ხელშეწყობას გულისხმობს.
პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჰოლანდიური საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით.