ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები საქართველოში – ამ საკითხზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ასახულია გამოწვევები, კონკრეტული მიმართულებებით გადასადგმელი ნაბიჯები და გეგმები. კონკრეტულად კი სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები.
დოკუმენტზე მუშაობა 2023 წლის ივნისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა, ჯგუფის წევრები არიან ანა წითლიძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, სალომე ჯინჯოლავა, ირმა ზავრადაშვილი და გიორგი გოდაბრელიძე. ანგარიშში ასახულია ავტორების რეკომენდაციები, შესასრულებელი ვადები და ადრესატები.