ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილ ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.