ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს დოკუმენტი გაფორმდა, რომლის ფარგლებში სულ 76 სოფელი, 496 ოჯახი და 4 საშუალო სკოლა ინტერნეტით დაიფარება. ამასთან, მოეწყობა ფიქსირებული სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.
ინტერნეტიზაციის პროექტზე 25 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯება.