მზადება წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენისთვის.
კვირის ბოლომდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრებად ავია-ბილეთების გაყიდვა დაიწყება. ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს. გერმანიის ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნება. ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება. ელექტრონულ პორტალზე ბილეთების შეძენა იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომლებსაც მატჩების ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ.
18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრები თურქეთს, ჩეხეთს და პორტუგალიას დაუპირისპირდება.