ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს დაასუბსიდირებს. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ერთი მიმართულების ფასი იქნება – 195 ევრო. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, კი ევრო-2024-ის თამაშებზე დასასწრებად საქართველოდან გერმანიაში პირდაპირი ავიარეისებით მგზავრობის საშუალება ექნებათ.