ფრაქციის სხდომა „ნაციონალურ მოძრაობაში“

სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პოლიტიკური ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე, რა ფორმით გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. ამ წუთებში პარტიის ცენტრალურ ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის სხდომა იწყება.

თამარ წიკლაური მუშაობს ადგილზე, დეტალებით ის პირდაპირ ეთერში გვერთვება.