ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ბოიკოტის რეჟიმში გადადის

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ბოიკოტის რეჟიმზე გადადის. გადაწყვეტილების მიზეზად სააკაშვილის შიმშილობას ასახელებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ფრაქციის წევრები ყოფილი პრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. გადაწყვეტილების პარალელურად, „ლელოში“ ამბობენ, რომ საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, რომელიც საარჩევნო ბარიერების შემცირებას ითვალისწინებს. საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებით მოქმედებს და მათი გავლენის ქვეშაა.