ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა

საქართველოს პარლამენტის წევრები კანადაში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე სესიას ესწრებიან. მათ ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და საპარლამენტო საკითხთა კომიტეტების მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. გაკეთდა მოხსენებები წევრ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რუსული ოკუპაციისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.