ფრანკოფონიის დღეები

მარტში საქართველოში ფრანკოფონიის თვე აღინიშნება.

განათლების სამინისტროს ორგანიზებით, მთელი თვის განმავლობაში გაიმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროგრამის ფარგლებში იგეგმება სპექტაკლებისა და ფილმების ჩვენებები, გამოფენები, კულინარიული შეხვედრები და ღვინის დეგუსტაციები.

ფრანკოფონიის ღონისძიებას წელს პირველად ლანჩხუთი უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი მოსწავლეების მონაწილეობით, შეხვედრა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ჩატარდება.

ფრანკოფონიის დღესასწაულს წელს საფრანგეთის, შვეიცარიის, რუმინეთის, კანადის, ბელგიისა და მოლდოვის საელჩოები უერთდებიან. დღესასწაულის მიზანია ფრანგულენოვანი კულტურის აღმოჩენა და მისი გაზიარება.