ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაიხურა

საზეიმოდ დაიხურა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანაც წელს საქართველო იყო.

ბაზრობის დახურვის ცერემონიალზე, 2019 წლის საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადაულოცეს.

სპეციალური გრაგნილი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა ნორვეგიელ კოლეგას გადასცა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 9 ოქტომბერს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.